Thumbnail

ანდრეს ინიესტა ბარსადან გამარჯვებით წავიდა! ლეგენდა კამპ ნოუმ გააცილა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარსელონა 1:0 რეალ სოსიედადი
  • ანდრეს ინიესტას ბოლო მატჩი კამპ ნოუზე

ლა ლიგის 38-ე ტურში, ბარსელონამ რეალ სოსიედას უმასპინძლა და კატალონიელებმა, მეტოქე ბასკები მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, ბარსას ზამთრის შენაძენმა - ფილიპ კოუტინიომ შორეული, ეფექტური დარტყმით გაიტანა და გუნდს სეზონი გამარჯვებით დაასრულებინა.

ანდრეს ინიესტას ბოლო მატჩი კამპ ნოუზე

მატჩი ემოციური გამოდგა ბარსელონას ლეგენდის - ანდრეს ინიესტასთვის, რომელმაც ბარსას ფორმით ბოლო - 674-ე მატჩი ჩაატარა. ყველა ტურნირში ერთად, ბარსელონას შემადგენლობაში მხოლოდ ხავის (767) აქვს უფრო მეტი შეხვედრა ჩატარებული.

ანდრეს ინიესტა კამპ ნოუზე 2002 წელს გამოჩნდა, მასშემდეგ ლა მასიაში აღზრდილმა, კლუბთან ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა და 9 ლა ლიგა მოიგო; ერთადერთი გოლი გაიტანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც ესპანეთმა ჰოლანდია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა.

ლა ლიგის ვეტერანები - ანდრეს ინიესტა და ჩაბი პრიეტო

ინიესტა 82' წუთზე, პაკო ალკასერით შეცვალეს. კაპიტანმა, ყველა თანაგუნდელს სათითაოდ ხელი ჩამოართვა, განსაკუთრებით, ლიონელ მესის ჩაეხუტა და შემდეგ სამკლავური გადასცა.

მატჩი ბოლო გამოდგა ასევე, რეალ სოსიედადის ლეგენდისთვის - ჩაბი პრიეტომ, რომელიც სოსედადში 2003 წლიდან თამაშობდა, კლუბის მაისურით 531-ე შეხვედრა ჩაატარა.

კამპ ნოუ ინიესტას დაემშვიდობა

კამპ ნოუ ინიესტას დაემშვიდობა

კამპ ნოუ ინიესტას დაემშვიდობა

კამპ ნოუ ინიესტას დაემშვიდობა

კომენტარები

ბოლო ამბები