Thumbnail
  • სტანისლავ სელსკის დოპინგი აღმოუჩინეს და მსოფლიო რაგბიმ დასაჯა
  • ის წლეულს მარტში საქართველოსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო

რუსეთის ნაკრების მორაგბე სტანისლავ სელსკი, რომელმაც წლეულს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით “ბორჯღალოსნებთანაც” ითამაშა, დოპინგზე ჩავარდა და ხაგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

როგორც მსოფლიო რაგბის განცხადებაშია ნათქვამი, რუსი ბურჯის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა ორგანიზმში კლომიფენის შემცველობაზე, რაც აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხაშია შეტანილი.

სელსკის იძულებითი უქმობა 3 წლის განმავლობაში მოუწევს, ეს კი, მისი მძიმე განაჩენია მორაგბისთვის, რომელიც უკვე 30 წლის გახლავთ. სტანისლავი 2011 წლიდან კრასნოიარსკის ენისეის ღირსებას იცავს და რუსეთის 6-გზის ჩემპიონია, ეროვნულ ნაკრებში კი 40 მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორც აღვნიშნეთ, სელსკიმ წლეულს მარტში საქართველოსთან გამართულ შეხვედრაშიც ითამაშა. კალინინგრადის არენა ბალტიკაზე გამართულ მატჩში რუსი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო და “ბორჯღალოსნების” პირველი ხაზის პირისპირ 63 წუთის განმავლობაში იდგა. ის თამაში ქართველმა მორაგბეებმა 23:6 მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები