Thumbnail

ბაიერნი და ჩელსი გაცვლას ამზადებენ - ორივე მხარეს თავისი მიზნები აქვს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჩელსის კომანის დამატება სურს და ბაიერნს ჰადსონ-ოდოიში გაცვლას სთავაზობს
  • კომანი ახალ კონტრაქტს ითხოვს და ბაიერნი მას მოთხოვნილ ხელფასს არ უხდის

ინგლისური პრესის ცნობით, ბაიერნი და ჩელსი გაცვლას ამზადებენ. კერძოდ, კლუბები მზად არიან, ერთმანეთს ფლანგის შემტევები - კალუმ ჰადსონ-ოდოი და კინგსლი კომანი გაუცვალონ. ჰადსონ-ოდოიმ ფრენკ ლამპარდის გუნდიდან წასვლის შემდეგ სათამაშო დრო სრულად დაკარგა და ლონდონელები მასზე გათვლას არც შემდეგ სეზონში აკეთებენ. ინგლისელი კლუბიდან წასვლის კანდიდატია.

კომანის შემთხვევაში საქმე ფინანსებს უკავშირდება. ფრანგი სტაბილურად თამაშობს და მიუნხენელთა შეტევისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ახალ კონტრაქტს და გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს. ბაიერნს, ტრადიციულად, თავისი სახელფასო "ჭერი" აქვს და კომანისთვის მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს. ამასთან, ფრანგი ძალიან ტრავმატულია. 

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომანი უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელია, შეიძლება ბაიერნი გარკვეული თანხის დამატებით ამ გაცვლას მაინც დათანხმდეს. მიუნხენელები უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრად უფრო იაფად მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები