Thumbnail

Eurohoops-ის ინფორმაციით, ესპანურ კლუბ რეალ ბეტისს საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის დამატება სურს. სხვათა შორის, 27 წლის ბურჯანაძისთვის ბეტისი პირველი პროფესიული კლუბი იყო 2011 წელს. ის სევილიურ კლუბში 2014 წლამდე ირიცხებოდა. 

ამის შემდეგ ბექამ ლა კორუნიაში, ანდორაში, გიპუსკოაში და გრან კანარიაში ითამაშა. ლა ლიგა ენდესაში 2020/21 წლების სეზონში ბექა გრან კანარიას რიგებში საშუალოდ 5.7 ქულას და 3.1 მოხსნას აკეთებდა.

ბეტისის კატალონიელი თავკაცი ჟოან პლაზა ბექას ძალიან კარგად იცნობს. სხვათა შორის, ACB ლიგის კლუბების უმეტესობისგან განსხვავებით, ბეტისი სატრანსფერო ფრონტზე ჯერ ნაკლებად აქტიურობს. ბექა ბურჯანაძემ გრან კანარიასთან ერთად სეზონი არ ჩაამთავრა, მან კონტრაქტი ზამთარში გაწყვიტა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები