Thumbnail

7-საათიანი ლოდინი და გაუგებრობა - ქართველები ტოკიოში ჩავიდნენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ქართული დელეგაციის ნაწილი უკვე იაპონიაშია
  • მათ ტოკიოში სუმოისტი გაგამარუ დახვდათ

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი ტოკიოში ჩავიდა. იაპონიაში მათ ქართველი სუმოისტი გაგამარუ იგივე თეიმურაზ ჯუღელი დახვდა, რომელიც ტოკიოს აეროპორტიდან ლაივში ჩაერთო.

ქართულ დელეგაციას აეროპორტში ლოდინი 7 საათის განმავლობაში მოუწია, შემდეგ კი მათთვის განკუთვნილ ავტობუსში ირანელები აღმოჩნდნენ, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტობუსს არ ტოვებდნენ. საბედმიეროდ, გაურკვევლობა მალევე მოგვარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენით სპორტის 11 სხვადასხვა სახეობაში წარსდგება. ამ დროისთვის ტოკიოში ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები, ტყვიის მსროლელები და სამედიცინო პერსონალის წევრები იმყოფებიან.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 18 ივლისის მონაცემებით, ოლიმპიადაზე უკვე 15 ათასამდე სპორტსმენი და ოფიციალური პირია ჩასული, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ 15-ს დაუდასტურდა.

Posted by Gaga Georgia on კვირა, 18 ივლისი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები