Thumbnail

შერაზადიშვილის ოქრო ევროპის თასზე - საქართველომ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი შერაზადიშვილმა ხუთივე ორთაბრძოლა იპონით მოიგო
  • საქართველოს ნაკრებმა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულდა ევროპის თასი იუნიორ ძიუდოისტთა შორის. დღეს მედლები დასკვნით ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ქართველები სამ ფინალში ვიხილეთ, ერთი მათგანი კი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.

ევროპის თასის მოგება გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ.) მოახერხა, რომელმაც ხუთივე ორთაბრძოლა იპონით მოიგო, ფინალში კი გერმანელ ვლადიმირ შტარკს სძლია. 

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალი უნგრელ პეტერ საფრანისათან წააგო და ვერცხლს დასჯერდა ნიკა ხარაზიშვილი. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ერგო ლაშა მღებრიშვილს. 100 კგ-ში მე-2 ადგილი დაიკავა მიხეილ ჯაფარიძემ. მან ფინალი ასევე უნგრელ ზომბორ ვეგთან დათმო. მძიმე წონაში (+100 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საბა კამლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის თასზე ჩემპიონობა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) იზეიმა. საბოლოო ჯამში, ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები