Thumbnail

'წინაზე უკეთესი სეზონი გვექნება' - კუმანი ბარსელონას გეგმებზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონა 2021/22 წლების სეზონისთვის ემზადება
  • რონალდ კუმანმა ლიონელ მესიზეც ილაპარაკა

ბარსელონა ახალი სეზონისთვის ემზადება, მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონი წინაზე უკეთესი იქნება. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ინტერვიუ ბარსას ტელევიზიასთან ჩაწერა.

"ამ სეზონიდან ბევრს ველი და იმედი მაქვს, რომ წინაზე უკეთესი იქნება. ეს ჩვენს გუნდზეა დამოკიდებული. კლუბი ბევრ საკითხზე მუშაობს, მაგრამ მიზანი ყოველთვის მაქსიმალური შედეგის ჩვენებაა. ლამაზად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამასთანავე უნდა მოვიგოთ მნიშვნელოვანი ტიტული, რის გაკეთებასაც გულშემატკივრების დახმარებით ვაპირებთ", - თქვა კუმანმა, რომელმაც სეზონის წინ მზადების საწყისი პერიოდი ძალზე დადებითად შეაფასა.

ბარსელონას მწვრთნელი იმედიანადაა განწყობილი

მწვრთნელმა კომენტარი ლიონელ მესიზეც გააკეთა, რომელიც ოფიციალურად თავისუფალი აგენტია, მაგრამ ბარსასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია:

"მესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის გუნდი კაპიტანი და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი. ლეოს ძალიან სურდა კოპა ამერიკის მოგება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ გამარჯვებასაა შეჩვეული. ჩემი აზრით, "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარი ფავორიტიც ისაა".

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბარსელონამ მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება მოახერხა. "ბლაუგრანა" 2021/22 წლების სეზონს 15 აგვისტოს, სოსიედადთან მატჩით დაიწყებს, რომელსაც ლა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები