Thumbnail
  • დიდი ბრიტანეთის გრან პრი ავარიით დაიწყო
  • ნიდერლანდელი პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სილვერსტოუნზე, სადაც დიდი ბრიტანეთის გრან პრი მიმდინარეობს, რბოლა დროებით შეწყდა. პირველივე წრეზე ლუის ჰემილტონის მერსედესსა და მაქს ვერსტაპენის რედ ბულს შორის კონტაქტი მოხდა, რის შედეგადაც ნიდერლანდელმა ბოლიდი ვერ შეიმაგრა და ტრასიდან გადავიდა.

ვერსტაპენის მანქანა ძალიან ძლიერად დაეჯახა გვერდით ბარიერებს. ცხადია, მან რბოლა ვეღარ გააგრძელა და გამოკვლევებისთვის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიდერლანდელი პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის შემდეგ ტრასაზე წითელი დროშები გამოჩნდა, რაც რბოლის დროებით შეჩერების მაჩვენებელი იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში დიდი ბრიტანეთის გრან პრი განახლდა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ჰემილტონს, მან რბოლის გაგრძელება უპრობლემოდ მოახერხა, თუმცა ავარიის გამოწვევისთვის 10 წამით დაჯარიმდა.

მიუხედავად, ამისა, ლუისმა შესანიშნავად იასპარეზა და დიდი ბრიტანეთის გრან პრის გამარჯვებული გახდა - კარიერაში მერვედ. მე-2 ადგილზე ფერარის პილოტი შარლ ლეკლერი გავიდა, რომელიც რბოლას დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობა, თუმცა, ბოლოს ჰემილტონმა აჯობა. მე-3 პოზიცია მერსედესის წევრ ვალტერი ბოტასს ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები