Thumbnail

'აქაურობა ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება' - ბოლქვაძეს რეიტინგში დიდი წინსვლა ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

23 წლის ქართველ ჩოგბურთელ მარიამ ბოლქვაძეს, რომელმაც დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) მოიგო, რეიტინგში სერიოზული წინსვლა ელის.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ გადამწყვეტ მატჩში რუსი ვალერია სავინიხი 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა, რისი წყალობითაც კლასიფიკაციაში 21 პოზიციით დაწინაურდება. ახალ რეიტინგში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, მარიამი არა 195-ე, არამედ უკვე 174-ე ადგილზე იქნება. ცნობისთვის, ქართველ ჩოგბურთელს კარიერის საუკეთესო შედეგი 2019 წლის დეკემბერში ჰქონდა, როდესაც 152-ე საფეხურს უწია.

“მინდა, ფინალში ჩემს მეტოქეს მადლობა გადავუხადო. ტურნირის ორგანიზატორებმა საოცარი სამუშაო გასწიეს, შეჯიბრი უმაღლეს დონეზე წარიმართა და ეს ყველაფერი უამინდობის მიუხედავად. ეს პირველი 60-ათასიანი ტურნირია, რომელიც მოვიგე და ახლა, ყაზახეთის დედაქალაქი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. აქ ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვალ”, - განაცხადა ბოლქვაძემ ფინალის შემდეგ.

ცნობისთვის, ბოლქვაძემ კარიერაში მე-5 ტიტული მოიგო, თუმცა კი, ასეთი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირი მისთვის პირველია. აქამდე, მისი ყველაზე დიდი მიღწევა პორტუგალიურ ობიდოსში 25-ათასიან ტურნირზე გამარჯვება იყო 2019 წელს, მანამდე კი, აქტივში ერთი 15-ათასიანი და სამი 10-ათასიანი ტურნირი ჰქონდა.

#TOMIRISW60 Мариам Болквадзе (Грузия) выиграла свой первый большой титул. 🔺 Первая ракетка Грузии в трехчасовой упорной...

Posted by Kazakhstan Tennis Federation on Sunday, July 18, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები