Thumbnail

გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ-თრიკი და საგოლე პასი ალბასეტესთან - პაპუს სუპერმატჩი!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სარაგოსა 4:1 ალბასეტე
  • სარაგოსამ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა
  • პაპუნაშვილს ამ სეზონში 7 გოლი დაუგროვდა

ლა ლიგა 2-ში მე-40 ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ალბასეტე 4:1 გაანადგურა. ლა რომარედაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გიორგი პაპუნაშვილის ბენეფისი იხილა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 58 წუთი გაატარა, მეტოქის კარში სამი გოლის გატანა მოახერხა და ერთი საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა. გიორგიმ ანგარიში მე-11 წუთზე ბორხა იგლესიასის პასით გახსნა. პაპუნაშვილმა მეორე გოლი 28-ე წუთზე გაიტანა და სარაგოსა კიდევ ერთხელ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს პაპუნაშვილმა ალბერტო ზაპატერს გაატანინა. შეხვედრას წერტილი კი 56-ე წუთზე დაუსვა, როდესაც მეოთხე გოლი გაიტანა ალბასეტეს კარში. ეს მისი მეორე ჰეთ-თრიკია პროფესიულ კარიერაში.

ჰეთ-თრიკის ავტორმა ბურთი სახლში წაიღო

მატჩის დასრულების შემდეგ სარაგოსას ფეისბუქის გვერდმა სპეციალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პაპუმ ქომაგს ესპონურ ენაზე მიმართა.

მართალია, ლა ლიგაში გუნდი პირდაპირ ვერ გადავა, მაგრამ მე-3 - მე-6 ადგილზე გასული გუნდები ბოლო საგზურისთვის პლეი ოფს გამართავენ და სარაგოსას პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. 22 წლის პაპუნაშვილმა ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 7 გოლი გაიტანა.

სარაგოსამ ამ მოგებით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა - კლუბს 65 ქულა აქვს. მომდევნო ორ ტურში სარაგოსას მეტოქეები ვალიადოლიდი და ბარსელონას მეორე კლუბი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები