Thumbnail

სარდალაშვილმა ევროპის თასი მოიგო - 4 იპონი 5 ბრძოლაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოში, პრაღაში, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი მიმდინარეობს
  • საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა 

ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ახალგაზრდებს შორის ევროპის თასს მასპინძლობს, სადაც უკვე მამაკაცთა შორის სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონები გამოვლიდნენ. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.

მან ფინალამდე უკრაინელ მიკიტა ჰოლობორდკოს, ყაზახ შერზოდ დავლატოვს, აზერბაიჯანელ ჯავიდ პირიევსა და ასევე ყაზახ მერეი მარხანბეტოვს აჯობა. სარდალაშვილმა ფინალში გასიმ ვალიზადას ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ბრძოლა იპონით დაუსრულა.

საქართველოს ნაკრების ღირსებაც 18 ივლისს კიდევ რამდენიმე ძიუდოისტი დაიცავს. ტრადიციულად, მძიმე წონებში ოქროს მედლების მოგების იმედი უნდა გვქონდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები