Thumbnail

'ყველგან ამაყობენ, ჩემი ქვეყნის გარდა' - კალაშნიკოვა ოლიმპიადის მიღმა დატოვეს?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სენსაციური ინფორმაცია დაწერა. როგორც ჩანს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა მასაც შეეძლო.

ოქსანა კალაშნიკოვა: "ძალიან ნაღვლიანი ამბავია, როცა იგებ, რომ თურმე ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო. ახლა მხოლოდ ტირილი მსურს. 
ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული მოვლენაა. წყვილთა თამაშიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა. ყველგან ამაყობენ, რაც უფრო მეტი მონაწილე ჰყავთ ოლიმპიადაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა მათ შორის არაა. 

კონკრეტულად ვისი ბრალია არ ვიცი, უბრალოდ, განაცხადი არ გაგზავნეს. არ ვიცი, რა მოხდა, არავინ მეუბნება ოფიციალურ პასუხს. 

30 წლის ოქსანა კალაშნიკოვა ძირითადად წყვილთა თანრიგში გამოდის, სადაც ის მსოფლიოს 70-ე (კარიერის შედეგი 43-ე) ჩოგანია. WTA-ს ტურზე მას 4 ტიტული აქვს მოგებული. ახლახან მან უიმბლდონის ტურნირზე წყვილთა თანრიგში 1/8 ფინალში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები