Thumbnail

კიტეიშვილმა თასზე გაიტანა - ოთარმა გუნდი გადაარჩინა და შეცვალეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმმა ავსტრიის თასის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა
  • კიტეიშვილმა გოლი მე-18 წუთზე გაიტანა და 26-ე წუთზე შეცვალეს

ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ავსტრიის თასის 1/32 ფინალში შტადლ პაურას 9:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. კიტეიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ოთარი მე-18 წუთზე პირველი გოლის ავტორიც გახდა, თუმცა მას მოედნის დატოვება 8 წუთში მოუწია.

შტურმის ოფიციალური გვერდი წერს, რომ კიტეიშვილმა მეტოქის დარტყმა თავით დაბლოკა, რის შემდეგაც მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად მინდორზე მანპრიტ ზაკარია შევიდა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. ჯერჯერობით კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდომარეობაზე სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა, იმედია, რომ ოთარი მინდორს მალე დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები