Thumbnail

COVID-19 ოლიმპიურ სოფელში - დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოში, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს. ინფიცირებული უცხოური დელეგაციის წევრია, თუმცა მისი მოქალაქეობა, სქესი და ასაკი არ სახელდება. 

ასევე წერენ, რომ დაავადების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თამაშების ორგანიზებასთან არიან დაკავშირებულნი. ორგანიზატორები მათ ვინაობას არ ამხელენ, რითაც იცავენ მათ უფლებას კონფიცენციალურობასთან დაკავშირებით. 

ტოკიოში ოლიმპიადა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშების ერთი წლით გადავადება გახდა საჭირო და წელს, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს. ცნობილია, რომ შეჯიბრებები უცხოელი გულშემატკივრების გარეშე და მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება. 

თამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, იაპონიის ტერიტორიაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება შენარჩუნებულია. დღეღამეში ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული ვლინდება. 

ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური გუნდი 35 სპორტსმენით გამოვა

საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში, 35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარდგება. ქართველ ოლიმპიელთა პირველი დიდი ჯგუფი თბილისიდან 17 ივლისს გაემგზავრება, ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში კი 18 ივლისს ჩავა.

კომენტარები

ბოლო ამბები