Thumbnail
  • ოთარ კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტი გააგრძელა
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცში 2024 წლამდე ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, ოთარ კიტეიშვილი და გრაცის შტურმი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ!

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ავსტრიულ კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და შტურმში 2024 წლამდე ითამაშებს. 

“საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოთარი ჩვენს გუნდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მის სწრაფ დრიბლინგებსა და ბოლო პასებს ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. მას კარგად ახასიათებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად სხვა წინადადებებისა, გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღო,” - აცხადებს შტურმის გენერალური მენეჯერი ანდრეას შიკერი.

“გრაცში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ შესანიშნავი გარემოა და მიხარია, რომ ჩემს შტურმთან ერთად ახალი გამოწვევებისთვის მოვემზადები. განსაკუთრებით მიხარია, რომ ევროპალიგაზე ვითამაშებთ,” - ეს ქართველი ნახევარმცველის სიტყვებია.

ოთარ კიტეიშვილი შტურმის ლიდერია

25 წლის ოთარ კიტეიშვილს შტურმის ფორმით ჯამში 96 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და 35 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. 2020/21 წლების სეზონში გრაცის შტურმმა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული ბუნდესლიგის 26 მატჩში ითამაშა და 7 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები