Thumbnail

'რა ლამაზი დღეა' - ნიკოლო ძანიოლო მოედანს გოლით დაუბრუნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოურინიოს ხელმძღვანელობით რომამ პირველი სპარინგი ჩაატარა
  • ჯალოროსიმ ქვედალიგელ გუნდს არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგო
  • ერთი გოლი მოედანზე დაბრუნებულმა ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით რომამ პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რომელშიც მოედანს "ჯალოროსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო დაუბრუნდა.

რომამ სეზონისწინა შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა ტოსკანურ მონტეკატინისთან გამართა და არასაფეხბურთო ანგარიშით გაიმარჯვა - 10:0. ჰეთ თრიკი ბორხა მაიორალმს შეასრულა, თითო გოლი კი კარლეს პერესმა, ჯანლუკა მანჩინიმ, რიკარდო კალაფიორიმ, ნიკოლო ძანიოლომ, ნიკოლა პალევსკიმ და ამადუ დიავარამ გაიტანეს. კიდევ ერთი გოლი სერია D-ს გუნდმა საკუთარ კარში შეაგდო.

📺 რომა V მონტეკატინი

22 წლის ნიკოლო ძანიოლომ, რომელმაც მძიმე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და გოლი 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა, სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარიგააკეთა:  "რა ლამაზი დღეა".

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლომ 2020 წელს მძიმე ტრავმა ორჯერ მიიღო - მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. პირველად ნახევარმცველი იანვარში, იუვენტუსთან მატჩში დაშავდა, მეორედ კი - სექტემბერში, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში. ფეხბურთელს 2020/21 წლების სეზონი მთლიანად გაუცდა და ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც "სკუადრა აძურას" გამარჯვებით დასრულდა. 

ანგარიშის მოუხედავად, ჟოზე ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ იყო

ეს ამხანაგური თამაში გამორჩეული იყო რომაელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსთვისაც. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდი, რომელმაც 2020/21 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი 62 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა, ცოტა ხნის წინ ჩაიბარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები