Thumbnail
  • 'გასულ სეზონში მან თავი დაგვამახსოვრა, როგორც ფარის კარგმა დამცველმა'
  • გოგა ბითაძე აშშ-ში დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ემზადება

21 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე აშშ-ში დაბრუნდა და მზადება დაიწყო NBA-ს მომავალი სეზონისთვის, რომელშიც მისი როლი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ამაზე დაწერა 8points9seconds-მაც და ინდიანა პეისერსს ქართველი ცენტრის მეტად დატვირთვისკენ მოუწოდა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ამისთვის გუნდიდან მაილს ტერნერის გაშვებაა საჭირო:

“ინდიანასთვის გასული სეზონი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. პეისერსს დაცვაში თამაში აშკარად უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მაილს ტერნერისთვის ეს ყოველთვის ძლიერი მხარე იყო. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რომ ინდიანასთვის სარგებლის მომტანი სწორედ მაილსის გაცვლა იყოს, რაც გუნდს სასურველი კალათბურთელების დამატების შანსს მისცემს. ტერნერი კარგად უნდა შეცვალოს გოგა ბითაძემ, რომელსაც გასულ სეზონში რამდენიმე კარგი მატჩი ჰქონდა და თავი დაგვამახსოვრა, როგორც ფარის კარგმა დამცველმა. ტერნერის გაცვლა და ბითაძის უფრო მეტად დატვირთვა ცუდი გამოსავალი ნამდვილად არ უნდა იყოს”.

8points9seconds იმასაც წერს, რომ ტერნერთან გამოთხოვების შემთხვევაში, კარგი იქნება, თუკი პეისერსი დეონტე მარის (სან ანტონიო), ლონზო ბოლის (ნიუ ორლეანი) ან ოჯი ანუნობის (ტორონტო) დამატებაზე იფიქრებს.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს ინდიანასთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ორი სეზონი უკვე გავიდა, მესამე გარანტირებულია, მეოთხის ბედი კი კლუბმა ახალი სეზონის წინ უნდა გადაწყვიტოს. გასულ სეზონში გოგამ 45 მატჩი ჩაატარა და ასეთი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 12.5 წუთი, 5.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 1.3 დაფარება, 2.1 პერსონალური ფოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები