Thumbnail

ტოჩინოშინის მეხუთე მოგება - იორიკირით დამარცხებული ცურუგიო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მე-13 ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტმა ცურუგიოს მოუგო

ნაგოია ბაშო გრძელდება. ტურნირის მე-13 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-12 მაეგაშირაა, ცურუგიშოს დაუპირისპირდა და იორიკირით მოიგო.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 5 მოგება და 8 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები