Thumbnail

29 ივლისს NBA-ის დრაფტზე არჩევის შანსი ორ ქართველ კალათბურთელს აქვს: 21 წლის სანდრო მამუკელაშვილსა (სეტონ ჰოლი) და 22 წლის გიორგი ბეჟანიშვილს (ილინოისი). 

ორივეს მიმართ NBA-ის კლუბების დაინტერესება ფაქტია - სანდრომ უკვე 9 კლუბში გაიარა ვორქაუთი და კიდევ 5-6 კლუბი დრაფტამდე ელის; გიორგიმ ლეიკერსში, მილუოკიში და მემფისში ივარჯიშა და ამ წუთებში ატლანტაში გადის ვორქაუთს. 

მიუხედავად ამისა, სპეციალურად დრაფტისადმი მიძღვნილ წინასწარ რეიტინგებში (რომლებიც ხშირად ახლდება) ქართველი ფორვარდები ან საერთოდ არ ფიგურირებენ, ან მათ მხოლოდ ბოლო პოზიციებზე განიხილავენ, თუმცა ბოლო დროს მამუკელაშვილის პოზიციები ასეთ რეიტინგებში ძლიერდება. 

ერთი კვირის წინათ, USAToday-მ მამუკელაშვილს 51-ე ნომერი მიანიჭა, რაც სერიოზული გაუმჯობესებაა. Bleacher Report-ს დღემდე სანდრო მოხსენიებული ჰყავდა სპეციალურ სიაში, რომელთაც ასევე აქვთ შანსი დრაფტზე მოხვედრის. დღეს Bleacher Report-მა განაახლა პროგნოზი. ამჯერად, მამუკელაშვილი უკვე 56-ე პოზიციაზეა. უკვე თითქმის ყველა სერიოზული გამოცემა წინასწარმეტყველებს, რომ მამუკელაშვილს დრაფტზე აუცილებლად აირჩევენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები