Thumbnail

'ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს' - ნედვედმა რონალდოს მომავალზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდო სავარაუდოდ იუვენტუსში დარჩება
  • 37 წლის ფეხბურთელს ტურინში 25 ივლისს ელოდებიან

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ კომენტარი გააკეთა. ჩეხმა მენეჯერმა არ დაადასტურა გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელს კლუბის დატოვება სურს. უფრო მეტიც: ნედვედმა აღნიშნა, რომ კრიშტიანოს 25 ივლისს ტურინში ელოდებიან.

"რონალდო შვებულებაშია. მისი გარემოცვისგან არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას გუნდიდან წასვლა უნდა. ამიტომ, გუნდში ველოდებით. 25 ივლისს ტურინში დაბრუნდება და ჩვენთან ერთად იქნება", - თქვა ნედვედმა.

კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ მისი "ბებერი ქალბატონიდან" წასვლაზე ინფორმაცია აქტიურად ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში სიახლეები არ გავრცელებულა.

რონალდომ ევრო 2020-ზე ბომბარდირობა მოახერხა

რონალდო ტურინულ გრანდში სეზონში 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ტრანსფერს ხელს უშლის. პორტუგალიელი იუვეში 2018 წლიდან თამაშობს და 133 მატჩში 101 გოლი გაიტანა. ის ევრო 2020-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ნაკრები ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. იუვენტუსმა 2021/22 წლების სეზონისთვის მზადება არასრული შემადგენლობით 15 ივლისს დაიწყო, სერია A-ს პირველ ტურში კი 22 აგვისტოს, სტუმრად უდინეზეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები