Thumbnail

ცინცაძე სუპერლიგაში ითამაშებს - ის ევრობასკეტისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი ცინცაძემ კონტრაქტი თსუ-სთან გააფორმა
  • 35 წლის კალათბურთელს ევროპის ჩემპიონატზეც ვიხილავთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე კარიერას სუპერლიგის კლუბ თსუ-ში გააგრძელებს და სწორედ იქ მოემზადება ევრობასკეტის მატჩებისთვის, რომელსაც გაისად თბილისი უმასპინძლებს.

35 წლის კალათბურთელმა, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის ღირსებას 2021-2022 წლების სეზონში დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძე ქართველ კალათბურთელთა შორის ყველაზე მეტ ქვეყანაში უთამაშია, კონკრეტულად კი, საფრანგეთში, უკრაინაში, ესტონეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოში, ლიბანში, ყატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

18 წელია, ცინცაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეუცვლელი გამთამაშებელია და ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი – 85 მატჩი აქვს ჩატარებული. გიორგი თამაშს მომავალ ევრობასკეტზეც გეგმავს, ამდენად, მისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აუცილებელი იყო. 

გიორგი ცინცაძე

კარიერა: აკადემია, ბასკო, ცსკა (რუსეთი), სამარა (რუსეთი), ურალ გრეიტი (რუსეთი), დინამო მოსკოვი (რუსეთი), ტარტუ როკი (ესტონეთი), ტრიკალა (საბერძნეთი), დონეცკი (უკრაინა), სოპოტი (პოლონეთი), ოლიმპი, ბუდიველნიკი (უკრაინა), შამპვილი (ლიბანი), სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია), შსს აკადემია (საქართველო), გრაველინი (საფრანგეთი), რუენი (საფრანგეთი), ქუთაისი (საქართველო), ალ შამალი (ყატარი).

მიღწევები: რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის “ოლ სტარის” მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს თასის მფლობელი (2010, 2017), ლიბანის ჩემპიონი (2014), საქართველოს ჩემპიონი (2016), ყატარის ჩემპიონი (2019).

📣 საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული 🇬🇪 ნაკრების რეკორდსმენი და ყველაზე გამოცდილი წევრი ჩვენს გუნდში ითამაშებს 👏 გიორგი...

Posted by თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი on Wednesday, July 14, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები