Thumbnail

ჭადრაკი | პირველობა ნაკამურასთან ერთად - ყუფარაძის წარმატება ბლიცში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ საჭადრაკო პლატფორმაზე Chess.com გამართულ Titled Tuesday Blitz-ზე პირველობა გაინაწილა უძლიერეს ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასთან (პირველი ადგილი ბლიცის მსოფლიო რეიტინგში) ერთად.

ტურნირი ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობა  მხოლოდ საერთაშორისო  ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და ამჯერად, მასში 60 ქვეყნის ხუთასამდე მოჭადრაკე იყო ჩართული. პარტიები შემდეგი რეგლამენტით მიმდინარეობდა: 3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან.

უშუალოდ ყუფარაძისა და ნაკამურას პარტია ყაიმით დასრულდა. საბოლოოდ, ქართველმა და ამერიკელმა მოჭადრაკეებმა 9.5-9.5 ქულა მოაგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, პირველობა ჰიკარუს ერგო. მე-3 ადგილზე 9.0 ქულით ბელარუსი სერგეი ჟიგალკო გავიდა.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები