Thumbnail
  • რეალის ტალანტი ლუკა დონჩიჩი ევროლიგის სეზონის MVP გახდა
  • NBA-ს დრაფტის პოტენციურმა პირველმა ნომერმა მადრიდელები ფინალში გაიყვანა

ევროლიგის ფინალის წინ, მადრიდის რეალის ტალანტი და ლიდერი ლუკა დონჩიჩი სეზონის MVP გახდა. 19 წლის სლოვენიელი ევროლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP გახლავთ.

დონჩიჩის ანგარიშზე ამ სეზონის საშუალოდ ერთ მატჩში 16,1 ქულა, 4,9 მოხსნა და 4,3 პასი იყო. სანამ საუკეთესო კალათბურთელად დაასახელებდნენ, დონჩიჩმა რეალი ფინალში გაიყვანა. 16 ქულით, 7 მოხსნით და 2 პასით მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მადრიდელებმა მოსკოვის ცსკა 92:83 დაამარცხეს. რეალი ფინალში დღეს ფენერბაჰჩეს ხვდება, რომელმაც ნახევარფინალში კაუნასის ჟალგირისი 76:67 დაამარცხა.

ლუკა დონჩიჩი, დიდი ალბათობით, NBA-ს მომავალი დრაფტის პირველი ნომერი იქნება. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მე-4 ადგილი დაიკავა და ის სეზონის პირველ ხუთეულში დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები