Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება - ის დადებითი ბალანსის შანსს ინარჩუნებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს დრამატულ ორთაბრძოლაში აჯობა
  • ლევან გორგაძეს მიზნის მისაღწევად დარჩენილი 4-ვე შეხვედრის მოგება სჭირდება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საზაფხულო სუპერტურნირზე მე-4 გამარჯვება იზეიმა და ჯერაც ინარჩუნებს შანსს ტურნირზე დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსიროს.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინ დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა და დღის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ შეხვედრაში შიტატენაგეთი მოიგო. ქართველი სეკიტორი ძალიან ახლოს იყო მარცხთან, რადგანაც 34 წლის იაპონელმა დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია, თუმცა, კონტრილეთი წამოიწყო და მეტოქის მიწაზე დაგდება მოახერხა.

ლევან გორგაძის მაჩვენებელი 4 მოგება და 7 წაგებაა და ის კვლავაც ურთულეს მდგომარეობაშია. ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოზე 4 ორთაბრძოლა აქვს დარჩენილი და წოდებაში დაწინაურებისთვის ყველა მათგანის მოგება მართებს.

საზაფხულო სუპერტურნირის მე-12 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ურა იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენებურს თანაბარი ბალანსი (1-1) აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები