Thumbnail

'იტალიასაც სჯობდა და ინგლისსაც' - ჟოზემ ევროს საუკეთესო ნაკრები დაასახელა

  • ჟოზე მოურინიომ აზრი ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გამოთქვა
  • პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, საუკეთესო საფრანგეთის ნაკრები იყო

რომას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრები დაასახელა.

პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ტურნირზე საუკეთესო გუნდი არც მისი გამარჯვებული იტალია იყო და არც ფინალისტი ინგლისი. ჟოზეს აზრით, საუკეთესო საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელიც ამპარტავნების გამო დამსახურებულად დაისაჯა. 

"საფრანგეთის ნაკრებმა ევროს მოგების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონად გახდომის შანსი თავისი ამპარტავნების გამო დაკარგა. ამ გუნდს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. ტალანტების სიმრავლით მას ვერცერთი ნაკრები შეედრება. საფრანგეთი უკეთესია ინგლისსა და იტალიაზე, მაგრამ ის ფეხბურთმა დასაჯა და დამსახურებულადაც”, - ამბობს მოურინიო. 

დიდიე დეშამმა და მისმა გუნდმა ევროზე მოლოდინი ვერ გაამართლეს

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2020-ზე გამოსვლა, სადაც უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, 1/8-ფინალში, შვეიცარიასთან მარცხით დაასრულა (3:3, 4:5 პენ).

ევროპის ჩემპიონატი იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც “უემბლიზე” ინგლისის ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა (1:1, 3:2 პენ.).

კომენტარები

ბოლო ამბები