Thumbnail

პირველი მატჩი, პირველი გოლი - მეცის ფანებმა მიქაუტაძე დერბიში გამოარჩიეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ლიგა 1-ის მეცმა ახალი სეზონის წინ პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა და პირველივე შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ გოლით გამოიჩინა თავი. მეცმა და ნანსიმ დახურულ კარს მიღმა ტესტმატჩი ითამაშეს, რომელიც მეცმა 3:2 მოიგო. პორველი ტაიმის 31-ე წუთზე მიქაუტაძემ მარცხნიდან ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და ვარდნაში ლამაზი გოლი გაიტანა. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა პირველი 45 წუთი ითამაშა, შესვენებაზე კი მთელი გუნდი შეიცვალა.

"რაც უნდა დახურულ კარს მიღმა იყოს, რაც უნდა უმნიშვნელო დაპირისპირება უნდა იყოს, ლოთარინგიული დერბი ამ გუნდებისთვის მაინც ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა. ფრედერიკ ანტონეტისთვის პირველი პოზიტივი ის არის, რომ გოლები ახალგაზრდებმა გაიტანეს - 20 წლის ლენი ჟოზეფმა მე-2 ტაიმში დუბლი შეასრულა, რომელიც ახლახან დაიმატა გუნდმა, ხოლო პირველ ტაიმში ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სერენში ბრწყინვალე სეზონი შემთხვევით არ ჰქონია", - წერს francebleu.fr.

მეცი სამი ფორვარდით უტევდა, თუ იბრაიმა ნიანი ცენტრში თამაშობდა, მისი თანამემამულე, სენეგალელი ლამინ გიე და მიქაუტაძე უფრო გარემარბების ფუნქციას ასრულებდნენ. ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ მიქაუტაძე არა მხოლოდ ტაიმში მეცის ერთადერთი გოლის ავტორი იყო, არამედ, საუკეთესო იყო მოედანზე. მას გოლის გატანის კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა. 

📺 მიქაუტაძის გოლი ნანსის კარში

"მიქაუტაძე, ბასი, ჟოზეფი - ახალწვეულები უკვე ამართლებენ. ველი, რა მოხდება სხვა მატჩებში", - წერს "ტვიტერზე" მეცის ერთ-ერთი ფანი. სხვების ფრაზები: "სულ სხვანაირი შეტევის ხაზი გვყავს ახლა. ბასი, მიქაუტაძე, ჟოზეფი... მწვრთნელს ისინი ძალიან მოსწონს, ჩვენც აღტაცებული ვართ", "მიქაუტაძე ჩემი ფავორიტი ჟორჟების სიაში პირველ ადგილზე გადავიდა", "შემდეგ მატჩში მიქაუტაძე-იადი, ჟოზეფის ტრიო დავაყენოთ", "მიქაუტაძე ძალიან მომწონს, კარგი სეზონი ექნება". 

მეცის ფანკლუბის, TEAM GRENAT-ის შეფასება: ტოპ-3: მიქაუტაძე, ბასი, კაილარი. ფლოპ-3: ნ'დორამი, სენტონზი, ნიანი. 

📷 მიქაუტაძე v ნანსი

მიქაუტაძე v ნანსი

მიქაუტაძე v ნანსი

მიქაუტაძე v ნანსი

მიქაუტაძე v ნანსი

მეცი 14-24 ივლისს ნიდერლანდებში, ლიმბურგის პროვინციაში მოემზადება. 17 ივლისს მიქაუტაძისთვის მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა - მეცი სერენს ეთამაშება, 21 ივლისს კიდევ ერთი ტესტმატჩი იქნება (მეტოქე ცნობილი არ არის). 24 ივლისს მეცს მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩი ელის მიონხენგლადბახის ბორუსიის წინააღმდეგ. 

შინ დაბრუნებული მეცი ივლისში კიდევ ორ ამხანაგურს გამართავს: ტრუას (28 ივლისი) და მონპელიეს (31 ივლისი) წინააღმდეგ. 8 აგვისტოს კი ლიგა 1-ს ჩემპიონ ლილთან დაპირისპირებით იწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები