Thumbnail

'მოხარული ვიქნები, თუკი რუბინში დავრჩები' - ხვიჩა თავის მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ევროპულ კლუბში ტრანსფერს საქართველოში განსაკუთრებით ელოდებიან, განაცხადა, რომ მისი მომავალი გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის, მაგრამ დასძინა, რომ მოხარული იქნება, თუ ყაზანში დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუბინი სეზონისწინა ოთხთა ტურნირში, “პარიმატჩ პრემიერის თასზე" გამოდის, სადაც 14 ივლისს მოსკოვის სპარტაკს ეთამაშება.

"ხვალ სპარტაკთან სათამაშოდ მივდივად. ჯერ კიდევ რუბინის ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ყაზანი მეც მიყვარს. მოხარული ვიქნები, თუკი რუბინში დავრჩები", - თქვა ხვიჩამ ყაზანის კლუბში გამართულ სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

ქართველი ფეხბურთელი სეზონის განახლებისთვის რუბინში ემზადება

20 წლის ქართველი ნახევარმცველი რუბინის გულშემატკივრება 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხვიჩამ კლუბის ღირსება რუსეთის ჩემპიონატის 23 მატჩში დაიცვა და 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) მიითვალა.

პორტალი transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას, რომლითაც ინგლისური ლიდსი, ესპანური სევილია, გერმანული დორტმუნდი და გლადბახი, იტალიური იუვენტუსი და მილანი ინტერესდებიან, 18 მილიონ ევროდ აფასებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ყაზანის კლუბს მისი გაყიდვა 20 მილიონად სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები