Thumbnail
  • უეფამ ევროპის ჩემპიონატზე გასული 142 გოლიდან 10 გამოარჩია
  • მათგან საუკეთესოს გულშემატკივრები ხმის მიცემით გამოავლენენ

უეფამ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გოლების კრებული გამოაქვეყნა. ტურნირში, რომელიც იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, ჯამში 142 გოლი გავიდა და მათგან ათი საუკეთესო შეირჩა. უეფა გულშემატკივრებს საუკეთესოს გამოვლენას ოფიციალურ საიტზე სთავაზობს. 

ევროპის ჩემპიონატის TOP 10 გოლი

⚽ ლორენცო ინსინიეს (იტალია) გოლი ბელგიასთან ევრო 2020-ის 1/4-ფინალურ მატჩში.

⚽ პოლ პოგბას (საფრანგეთი) გოლი შვეიცარიასთან 1/8-ფინალში. 

⚽ ლუკა მოდრიჩის (ხორვატია) გოლი შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში. 

⚽ კევინ დე ბრუინის (ბელგია) გოლი დანიასთან ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში.

⚽ პატრიკ შიკის (ჩეხეთი) გოლი შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის 1-ელ ტურში. 

⚽ მიკელ დამსგაარდი (დანია) გოლი ინგლისთან 1/2-ფინალურ მატჩში. 

⚽ ალვარო მორატას (ესპანეთი) გოლი იტალიასთან 1/2-ფინალურ მატჩში.

⚽ ანდრეი იარმოლენკოს (უკრაინა) გოლი ნიდერლანდებთან ჯგუფური ეტაპის 1-ელ ტურში.

⚽ ფედერიკო კიეზას (იტალია) გოლი ესპანეთთან 1/2-ფინალურ მატჩში.

⚽ კრიშტიანო რონალდოს (პორტუგალია) გოლი უნგრეთთან ჯგუფური ეტაპის 1-ელ ტურში. 

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული იტალიის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც "უემბლიზე" ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაში ინგლისი დაამარცხა. ფრედ 1:1 დასრულებული ძირითად და დამატებითი ტაიმების შემდეგ, რობერტო მანჩინის გუნდმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა - 3:2.

კომენტარები

ბოლო ამბები