Thumbnail
  • ბაიერნის და გერმანიის ნაკრების მცველმა შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს
  • ჯერომ ბოატენგი მიუნხენიდან წასვლაზე ფიქრობს

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის მცველმა ჯერომ ბოატენგმა, შესაძლოა, ზაფხულში რეკორდმაისტერი დატოვოს და ევროპის სხვა გრანდში გადავიდეს. ამის შესახებ მან გერმანიის თასის ფინალის წინ, “სკაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა.

“ახლა სწორედ ის მომენტია, როცა კიდევ ერთხელ სერიოზულად უნდა დავფიქრდე, რა მსურს და როგორ უნდა გაგრძელდეს ჩემი კარიერა. მიუნხენში თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ და ვიცი, რომ თუ წასვლა გადავწყვიტე, ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდება. ასეთ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ შეიძლება ბაიერნში ბედნიერი არ ვიყო. მიუნხენში ბედნიერი ვარ, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ,” - განაცხადა 29 წლის მცველმა, რომელიც ახლა ტრავმირებულია, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამოჯანმრთელებას ასწრებს.

ბოატენგი ამბობს, რომ მისთვის ახლა ყველაზე მთავარი ტრავმის ბოლომდე მოშუშება და მუნდიალისთვის დროულად გამოჯანმრთელებაა: “ახლა სხვაზე არაფერზე ვფიქრობ, თავში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი და ტიტულის შენარჩუნების სურვილი მიტრიალებს. მომავალზე მუნდიალის შემდეგ ვიფიქრებ,” - დაძინა მან.

ჯერომ ბოატენგს ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ინგლისური გრანდები ეპატიჟებიან. შეგახსენებთ, რომ ბაიერნში გადასვლამდე, ბოატენგმა 2011 წელს ერთი სეზონი მანჩესტერ სიტიში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები