Thumbnail

აბრამოვიჩი რეკორდზეც მიდის - ჰაალანდის ტრანსფერი მთავარი ამბავი იქნება

  • ჩელსი მზადაა, დორტმუნდს ნორვეგიელში 175 მილიონი ევრო გადაუხადოს
  • 20 წლის ფორვარდის დამატებას ლონდონური კლუბის მფლობელი მოითხოვს
  • დორტმუნდში ირწმუნებიან, რომ ახალ სეზონს ერლინგთან ერთად დაიწყებენ

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლონდონის ჩელსი მზადაა, დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდის ერლინგ ჰაალანდის შესაძენად ამ ზაფხულს სოლიდური თანხა გაიღოს. Bild-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის მფლობელმა, რუსმა მილიარდელმა რომან აბრამოვიჩმა 20 წლის ნორვეგიელი შესაძენად შესაძენად 175 მილიონი ევრო გამოყო. 

წყაროს ცნობით, ჰაალანდის ყიდვა აბრამოვიჩის დაჟინებული მოთხოვნაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია. ჩელსის მფლობელს მისი მიწვევა იმდენად სურს, რომ გუნდის თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად სხვა ალტერნატიული ვარიანტების განხილვაც კი არ სურს. 

თუკი ერლინგ ჰაალანდთან დაკავშირებით ინგლისურ და გერმანულ კლუბებს შორის შეთანხმება ამ ფასად შედგა, ეს ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი იქნება. ამ დრომდე რეკორდი 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ, ბარსელონიდან პარი სენ-ჟერნემში ნეიმარის გადასვლას ეკუთვნის. ამასთან, ერლინგის დორტმუნდიდან ჩელსიში ტრანსფერი ბუნდესლიგის ისტორიაში რეკორდულად ძვირი იქნება.   

ნორვეგიელი გოლეადორით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული

მაგრამ რამდენად შეძლებს ჩელსი დორტმუნდის ფულით მოხიბვლას, ძნელი სათქმელია. გერმანულმა კლუბმა უკვე გაყიდა ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ იუნაიტეში 85 მილიონ ევროდ და აშკარაა, რომ მეორე ლიდერთან განშორების დიდი სურვილით ნამდვილად არ იწვის და დორტმუნდში მის ჩასვლას უახლოეს მომავალში ელოდებიან.  

რამდენიმე დღის წინ ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა Bild-ს უთხრა, რომ ჰაალანდის გაყიდვა არ იგეგმება: "არაფერი შეცვლილა. ახალი სეზონის დაწყებას ერლინგთან ერთად ვაპირებთ". 

წელს ჰაალანდმა დორტმუნდში პირველი ტიტული მოიგო

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდში ავსტრიული ზალცბურგიდან, 2020 წლის იანვარში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ნორვეგიელმა ფეხბურთელმა დორმუნდის ღირსება ყველა ტურნირის 41 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 41 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოირჩა. ერლინგი დორტმუნდს გერმანიის თასის მოგებაში, ხოლო ბუნდესლიგაშ მეოთხე ადგილის დაკავებაში დაეხმარა. Transfermarkt ამჟამად მის საბაზრო ფასად 130 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები