Thumbnail

სელტიკის ტრებლი! გლაზგოელებმა შოტლანდიის თასიც მოიგეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სელტიკი 2:0 მოზერუელი
  • გლაზგოელების ზედიზედ მეორე ტრებლი შიდა ასპარეზზე
  • სელტიკმა შოტლანდიის თასი 38-ედ მოიგო

ბრენდან როჯერსმა, სელტიკში დანიშვნიდან დღემდე, ექვსი შესაძლებელი შიდა ტურნირიდან, ექვსივე მოიგო. ასეთი რამ - ზედიზედ მეორე ტრებლი სელტიკში არცერთ სხვა მწვრთნელს არ გაუკეთებია, მაგრამ ჩრ.ირლანდიელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს...

"გაისად ამ ბიჭებს კიდევ უნდა მივაწვე..." ამბობს როჯერსი. "მეტი შეგვიძლია, მარტო შიდა ტურნირების მოგება საკმარისი არ არის, ჩვენი მოგებათა სერია და კარგი ფორმა ევროთასებზეც უნდა აისახოს."

შიდა ტურნირებზე უკონკურენციო გარემო, სელტიკს ევროთასებისთვის შესაბამისად ვერ ამზადებს და შედეგად, უკვე წლებია გლაზგოელების რეპუტაცია საერთაშორისო მატჩებში შელახულია.

შეხვედრაში პირველი გოლი სელტიკის ახალგაზრდა შემტევმა - კალუმ მაკგრეგორმა ეფექტური დარტყმით გაიტანა, ხოლო სხვაობა ორამდე ფრანგმა ლეგონერმა - ოლივიე ნტშამმა გაზარდა.

► სელტიკმა 'ოლდ ფირმში' გაიმარჯვა და ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა!

კომენტარები

ბოლო ამბები