Thumbnail

'ამ სეზონშივე წარმატებას მოგვიტანს' - კიდევ ერთი ქართველი NCAA-ში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ცოტნე ცარციძე ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტში ითამაშებს
  • ამ გუნდში ცნობილი მწვრთნელი ფილ ჯექსონი თამაშობდა

ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში, რომელიც  NCAA-ის I დივიზიონში ასპარეზობს, 21 წლის ქართველი ფორვარდი ცოტნე ცარციძე ითამაშებს. ცოტნეს დამატების შესახებ თავად გუნდის თავკაცმა პოლ სატერმა გამოაცხადა. ის მომდევნო სამ სეზონს NCAA-ში გაატარებს.

"ცოტნე ახალგაზრდული კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სასტარტო ცენტრი იყო. ასე რომ, ის უმალვე მოუტანს წარმატებებს ჩვენს საკალათბურთო პროგრამას. მას დიდებული აღნაგობა და კარგი ოსტატობა გამოარჩევს. მას შეუძლია ქულების მოტანა, როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრიდან. ის ენერგიულია და დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობს. ცოტნე ჩვენს უნივერსიტეტში ბიზნესის ხარისხს მიიღებს". 

ცოტნე ცარციძემ 2020/21 წლების სეზონი სამხრეთ აიდაჰოს ჯუნიორ კოლეჯში გაატარა. მისი დახმარებით გუნდმა 21-4 რეკორდით დაასრულა სეზონი, მოიგო კონფერენცია და მე-2 წრემდე გავიდა NJCAA-ის ჩემპიონატში. ის საშუალოდ 24 წუთს ატარებდა მოედანზე: 7.3 ქულა, 5.7 მოხსნა და 0.9 დაფარება. ცოტნეს საუკეთესო თამაში იუტას სტეიტ ისთერნთან ჰქონდა - 19 ქულა და 14 მოხსნა. 

📺 ცოტნე ცარციძის 2020/21 წლების სეზონის ჰაილაითები

ჩრდილოეთ დაკოტა NCAA-ის (მე-2 დივიზიონის) ფინალურ ოთხეულში სამჯერ გავიდა - 1965, 1966 და 1990 წლებში. ჩრდილოეთ დაკოტა სამიტ ლიგის კონფერენციაში გამოდის. ამ უნივერსიტეტიდან NBA-ის დრაფტზე 4 კალათბურთელი აურჩევიათ (ფილ ჯექსონი 1957 წელს), ბოლოს ეს 2003 წელს მოხდა, როცა მაიამიმ ჯერომ ბიზლი 33-ე ნომრად აირჩიე (იმ წელს ზაზა ფაჩულია 42-ე ნომრად აირჩიეს). NCAA-ის ჩემპიონშიპში (მარტის სიგიჟე) გუნდმა ერთხელ (2017 წ.) ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები