Thumbnail

ტოჩინოშინს ვერ აჩერებენ! ზედიზედ მერვე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინის ტრიუმფალური სვლა გრძელდება
  • ლევან გორგაძემ იჩინოჯო იორიკირით დაამარცხა
  • ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე დაიეიშო იქნება

ზაფხულის ბაშოს მე-8 საბრძოლო დღეს ტოჩინოშინი მონღოლ სეკივაკეს ტაკაში იჩინოჯოს შეხვდა და მეტოქეს იორიკირით სძლია. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ორივე სუმოისტი 50 წამის განმავლობაში ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას, საბოლოოდ კი ქართველმა იმარჯვა. გორგაძე დაუმარცხებლად აგრძელებს ასპარეზობას - ის ნაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერია.

მე-9 საბრძოლო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დაიეიშო იქნება - მე-3 მაეგაშირა ამ ბაშოზე ცუდად ასპარეზობს და მისი ბალანსი ასეთია(2-6), რაც იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინს კიდევ ერთი ბრძოლის მოგების შანსი ექნება.

სატურნირო მდგომარეობა
7-1

კაკურიუ, ჰაკუჰო, ჩიონოკუნი.
6-2
კიოკუტაისეი, მიოგირიუ, დაიშომარუ, იკიოი, შოდაი, კოტოშოგიკუ.

ტოჩინოშინი V იჩინოჯო - ნაცუ ბაშოს მერვე რაუნდი

ტოჩინოშინი V იჩინოჯო - ნაცუ ბაშოს მერვე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ხუთშაბათი, 29 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები