Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდის ჩელსიში ტრანსფერის ალბათობა დიდია
  • ნორვეგიელ ფეხბურთელს დორტმუნდში დარჩენა არ სურს

დორტმუნდის ბორუსიამ 2021/22 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ გუნდის შეკრებაზე ერლინგ ჰაალანდი არ გამოცხადდა. ამის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ნორვეგიელ ფორვარდს გერმანული კლუბის დატოვება სურს და ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის ჩელსისთან პირადი კონტრაქტიც შეთანხმებული აქვს. გერმანული პრესაც ჰაალანდის შეკრებაზე არგამოცხადებას სწორედ მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირებს.

დორტმუნდში კი კატეგორიულად გამორიცხავენ მიმდინარე ზაფხულს ჰაალანდის გასხვისებას. ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა მომხდარზე გერმანულ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და იხუმრა: "ის უკვე ინგლისშია".

ცორკმა იხუმრა, მაგრამ ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ შეკრებაზე ჰაალანდის არმისვლის მიზეზი სწორედ ჩელსიში მოსალოდნელი ტრანსფერია. შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის ღირსებას 2020 წლიდან იცავს და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები