Thumbnail

ტიხომირ ბუიანი: შერმადინის და ბითაძის გამო, შენგელიას სამ ნომერზეც კი უთამაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყველაზე მეტად ის პრაქტიკა დამეხმარა, რომელიც 4 წლის განმავლობაში იქ მივიღე'
  • ხორვატული ზადარის მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებში გატარებული პერიოდი გაიხსენა

ხორვატმა საკალათბურთო მწვრთნელმა ტიხომირ ბუიანმა ინტერვიუ მისცა Zadarskilist-ს და იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობდა. ბუიანი ამჟამად ხორვატული ზადარის სამწვრთნელო შტაბშია და ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებებთან მუშაობით მიღებული გამოცდილება ძალიან ადგება.

“ჩემი ფილოსოფია მარტივია. მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ყველა კალათბურთელი, რომლებიც შენს გამკარგულებაშია. მაგალითად, კადეტებში გვყავს ბიჭი, რომლის სიმაღლეც უკვე 216 სმ-ია. შეიძლება, კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა, ასეთ მოთამაშეზე უარის თქმა, იმის გამო, რომ თანამედროვე კალათბურთში კლასიკური ცენტრის როლი იკლებს და ხშირად მოედანზე ორი  4 ნომრი გაჰყავთ, არასწორია. მაგალითად საქართველოში მუშაობის პერიოდს მოვიყვან. იქ 206 სმ. სიმაღლის მქონე თორნიკე შენგელიას მე-3 ნომერზე თამაშიც კი უწევდა იმის გამო, რომ ნაკრებში შერმადინი და ბითაძე იყვნენ. ამ ფონზე გუნდს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, ეს კი, იმაზე მეტყველებს, რომ ყველას შესაძლებლობების გამოყენება შეიძლება. საერთოდაც, საქართველოში ძალიან სასარგებლო პერიოდი გავატარე. სელექციას დიდ დროს ვუთმობდით, ზადარშიც იგივეს ვაკეთებ, თუმცა, ცხადია, ნაკრებისთვის სხვა მასშტაბები იყო. NBA-ს მწვრთნელებთანაც მითანამშრომლია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ის პრაქტიკა დამეხმარა, რომელიც 4 წლის განმავლობაში საქართველოში მივიღე”.

შეგახსენებთ, რომ ბუიანი საქართველოში 2015-2019 წლებში მუშაობდა და ეროვნული გუნდის გარდა, ასაკობრივ ნაკრებებსაც ეხმარებოდა. ამგვარად, მან მუშაობა მოასწრო როგორც იგორ კოკოშკოვთან, ასევე ილიას ზუროსთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები