Thumbnail

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც "უემბლიზე" გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 3:2 პენ.). ბუნებრივია, იტალიური მედია კოპმლიმენტებს არ იშურებს თავისი გუნდისა და რობერტო მანჩინის მისამართით, მეტოქე ინგლისს კი, რომელსაც საკუთარ კედლებში ისტორიული გამარჯვების მოპოვების დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდა, დასცინის. 

იტალია გამარჯებას მთელი ღამე ზეიმობდა

La Gazzetta dello Sport: "დიახ, ჩვენ ეს შევძელით მათსავე სახლში, მათივე 60 ათასი გადარეული გულშემტივრის თვალწინ, 120 წუთის განმავლობაში. სამი ლომი მოთვინიერებულია, ისინი ლეკვებად გადავაქციეთ და ეს ყველაფერი მანჩინიმ გააკეთა, რომელიც ქომაგს მთელი თვის განმავლობაში ართობდა და ახარებდა. ჩვენ გავიმარჯვეთ, როგორც პროტაგონისტებმა და არა, როგორც ოპორტუნისტებმა, რასაც ხშირად გვაბრალებდნენ (და გვაბრალებენ)".

ინგლისის ნაკრები სანატრელ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო

Corriere della Sera: "ყველაზე გამოუსწერებელი ოპტიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა ასეთ ეპილოგს იმის გათვალისწინებით, რითიც სამი წლისა და რვა თვის წინ ვიწყებდით, როდესაც შვედეთმა რუსეთის მუნდიალის გარეშე დაგვტოვა, იტალიური ფეხბურთი კი პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდა. ბოლო მატჩი, გიგანტურ ინგლისთან, დედოფლის სახლში და მტრულ არენაზე - ეს ბრწყინვალე განცდაა. იტალიამ გაიმარჯვა, რადგან მას დიდი გული, სული და მტკიცე ხასიათი აქვს". 

IFTV: "დღეს "აძურიმ" სამი ლომი კნუტებად გადააქცია".

Italy24 News: "ფეხურთი შინ დაბრუნდა - როგორც ამას "უემბლის" ფინალამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მღეროდნენ ინგლისელები, მაგრამ გამარჯვება - არა".

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებს ევრო ისტორიაში მეორედ მოაგებინა

Corriere dello Sport: "მან (მანჩინიმ) არაჩვეულებრივი გუნდი შექმნა - ერთ მუშტად შეკრული და ძალიან ძლიერი, რომელმაც საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა ამ ევროპის ჩემპიონატზე, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში ბევრი დიდი ფეხბურთელი არ ჰყოლია. მანჩინიმ შვებით ამოისუნთქა და ატირდა - მან ეს დაიმსახურა. ეს თასი, პირველ რიგში, ეკუთვნის მას".

კომენტარები

ბოლო ამბები