Thumbnail

ჟოზე მოუროინიომ, რომელმაც ცოტა ხნის წინ რომა ჩაიბარა, ევრო 2020-ის ფინალურ მატჩზე ისაუბრა. ლონდონში, "უემბლიზე" გამართულ შეხვედრაში, იტალიის ნაკრებმა ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 3:2 პენ), ჯანლუიჯი დონარუმამ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გადამწყვეტი დარტყმა კი ბუკაიო საკას აუღო.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა გაკვირვება გამოხატა იმით, რომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან ბოლო დარტყმა ახალგაზრდა საკას შეასრულებინეს.  

"ვერ ვხვდები, რატომ დაარტყა გადამწყვეტი პენალტი საკამ. ვფიქრობ, 19 წლის ბიჭისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია, როდესაც უმნიშვნელოვანეს მომენტში ყველაფერი მასზე ხდება დამოკიდებული. უბრალოდ, ძალიან მეცოდება ის. სად იყვნენ სტერლინგი, სად იყო სტოუნსი, სად იყო შოუ?

გაერთ საუთგეიტი ძალიან პატიოსანი ადამიანია. ის ყოველთვის იცავს თავის ფეხბურთელებს. არ მგონია, ოდესმე თქვას, რომ მისი მოთამაშეები პენალტებისთვის მზად არ იყვნენ", - ამბობს მოურინო. 

ჟოზე მოურინიოს ინგლისის ნაკრების შესაძლებლობების სჯერა

პორტუგალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ევროზე მარცხი ინგლისის ნაკრებს კიდევ უფრო გააძლიერებს და მომავალ, 2022 წელს ყატარში გასამართ მუნდიალზე გარეთ საუთგეიტის გუნდი სერიოზული ძალა იქნება:

"ვფიქრობ, ინგლისელებს ყველა მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ ყატარის წინ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. იარეთ წინ დიდი იმედით. მიღებული გამოცდილების წყალობით, ამ ფეხბურთელებიდან ბევრი კიდევ უფრო უკეთესი გახდება. მგონია, რომ ადამიანებმა სხვა თვალით უნდა შეხედონ ინგლისის ნაკრებს. მომდევნო მუნდიალზე ინგლისი ძლიერი მეტოქე იქნება". 

ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა. გარეთ საუთგეიტის გუნდი მუნდიალის შესარჩევ ციკლში I ჯგუფში გამოდის, სადაც სამიდან სამი მოგებით ლიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები