Thumbnail
  • ფინალის დასრულების შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ ემოციები ვერ შეიკავა
  • იუვენტუსის მცველმა ინგლისის საფეხბურთო სიმღერას დასცინა

ინგლისელი ფანები ლეონარდო ბონუჩის ამას დაუმახსოვრებენ!

ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრების მცველმა ინგლისის ნაკრების იმედგაცრუებული გულშემატკივრები გადაიმტერა. არა მარტო იმიტომ, რომ სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში, ან იმიტომ, რომ პენალტიც გაიტანა, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რასაც პენალტების სერიის დასრულების შემდეგ კამერაში ყვიროდა: "It's coming to Rome! It's coming to Rome!" (რომში მოდის! რომში მოდის!)

ამით მან ინგლისის საფეხბურთო ჰიმნს დასცინა, რომელიც ყველაზე ცნობილი ფრაზა, როგორც იცით, ასე ჟღერს: "It's coming home… Football's coming home" (ფეხბურთი სახლში მოდის).

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ლეონარდო ბონუჩი უეფამ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა აღიარეს.

იტალიის ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ინგლისს კი კონტინენტის პირველობა არასდროს მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები