Thumbnail
  • იუვენტუსმა ჩემპიონობა ტურინის ქუჩებში იზეიმა
  • ზეიმის დროს იუვეს 6 ტიფოზი დაშავდა

იუვენტუსმა ჯანლუიჯი ბუფონი გააცილა და მორიგი ტიტულები (იტალიის ზედიზედ მე-7 ჩემპიონობა და ზედიზედ მე-4 თასი) ტურინის ქუჩებში გრანდიოზული ზეიმით აღნიშნა.

იუვენტუსმა ქალაქში ფანებთან ერთად იზეიმა

ზეიმს ცუდი ამბების გარეშე არ ჩაუვლია - ზეიმის დროს იუვეს გულშემატკივრები დაშავდნენ. ტრიუმფალური სვლის დროს დენის კაბელი გაწყდა და ფანების ერთ-ერთ ავტობუსს დაეცა. შედეგად, ტურინული გრანდის ექვსმა ქომაგმა დაზიანებები მიიღო. განსაკუთრებით ორი ტიფოზი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსმა ასეთი მსვლელობა ქალაქში 2014 წლის შემდეგ პირველად მოაწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები