Thumbnail
  • ლონდონში ფინალამდე ვითარება უკონტროლო გახდა
  • ფანების ნაწილი სტადიონზე უბილეთოდ შეიჭრა

ევროპის ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე "უემბლის" სტადიონზე სიტუაცია უკონტროლო გახდა. ინგლისელმა ფანებმა, რომელთა ნაწილს თამაშზე დასასწრები ბილეთები არ ჰქონდათ, უსაფრთხოების კორდონი გაარღვიეს და სტადიონზე შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მათ გადალახეს ყველა ბარიერი, რომელიც აღმართული იყო და სტიუარდებმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ინგლისელი ფანების ნაწილი ამ ჭყლეტაში მოჰყვა და დაშავდა.

ზოგადად, სტადიონს მიღმა მდგომარეობა არც ისე სტუმართმოყვარე იყო: ინგლისელმა ფანებმა იტალიის დროშაზე ფეხით გაიარეს და აფურთხეს კიდეც. მათ ნახევარფინალში დანის ჰიმნს უსტვინეს, მოსალოდნელია, რომ იგივე იტალიის ჰიმნზეც მოხდება. ცხადია, ამ სიტუაციაში არ არის დაცული არცერთი კოვიდრეგულაცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და უეფას აქვთ დაწესებული.

'ლესტერის მოედანი' ფინალის წინ

"უემბლიზე" ოფიციალური მონაცემებით შეხვედრას 60 000 ინგლისელი და 7 000-მდე იტალიელი გულშემატკივარი უნდა დაესწროს, რადგან იტალიელებზე მეტი ბილეთი არ გაიცა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონზე უბილეთო ფანებიც შევიდნენ, სავარაუდოდ, მასპინძლები ტრიბუნებზე კიდევ უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ეს დაშვებული იყო...

კომენტარები

ბოლო ამბები