Thumbnail

'ღმერთი ამ დღეს ჩემთვის ამზადებდა' - მესი ემოციურ გამარჯვებაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ამერიკის ფინალში ბრაზილია "მარაკანაზე" 1:0 დაამარხა და 28 წლის შემდეგ შეძლო ტიტულის მოპოვება. ლიონელ მესიმ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ემოციების სიტყვებით გადმოცემა მისთვის რთულია.

"ამაზე ბევრჯერ მიოცნებია. მინდა, ტიტული ჩემს ოჯახს, მეუღლეს, შვილებს, მშობლებს, ძმებს მივუძღვნა, რომლებსაც ამის გამო ხშირად უწევდათ ტანჯვა, როგორც მე, ან კიდევ უფრო მეტად. ადრე შვებულებაში დამწუხრებულები მივდიოდით, რადგან არგენტინას არაფერი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად იქნება", - თქვა ლეომ.

ლიონელ მესიმ ნანატრი სანაკრებო ტიტული მოიგო

მესი ფიქრობს, რომ ბრაზილიაში ბრაზილიასთან გამარჯვება განსაკუთრებულია და ღმერთმა ეს დღე მისთვის მოამზადა: "ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც წინ მიიწევს. ჩვენ მრავალი დღის განმავლობაში ვიყავით იზოლირებული, ვერ ვხედავდით ჩვენს ოჯახს, მაგრამ მიზანი გასაგები იყო - ჩვენ შევძელით და ჩემპიონები გავხდით. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რაც რეალურად გავაკეთეთ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, ვზეიმობთ, მაგრამ ეს არის თამაში, რომელიც ისტორიაში შევა, რადგან ფინალში ბრაზილია ბრაზილიაში დავამარცხეთ. ეს სიგიჟეა, ამ სიხარულის ემოციას ვერ გადმოვცემ. ვგრძნობ, რომ ღმერთი ამ მომენტს ჩემთვის ამზადებდა. ამ გამარჯვებაში სკალონის დიდი დამსახურებაა. მას გუნდისთვის ყოველთვის საუკეთესო სურდა და მოახერხა გამარჯვებული გუნდის შექმნა", - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ხოლო „ალბისელესტემ“ 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგო ტიტული, ისტორიაში კი მე-15-ედ დაეუფლა კოპა ამერიკას.

კომენტარები

ბოლო ამბები