Thumbnail

კონორ მაკგრეგორმა ბრძოლის დროს ფეხი მოიტეხა და პორიესთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

11 ივლისს UFC-ში მორიგი დიდი ღონისძიება გაიმართა. ნევადას შტატში, ქალაქ ლას ვეგასში, მთავარი ბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პორიეს შორის შედგა. მებრძოლები ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ.

პირველ შეხვედრაში, რომელიც 2014 წლის სექტემბერს ჩატარდა, ირლანდიელმა ამერიკელი პირველ რაუნდში დაანოკაუტა. მეორე დაპირისპირება 2021 წლის იანვარში შედგა და დასტინმა რევანში აიღო - კონორი მეორე რაუნდში დაანოკაუტა.

კონორმა მესამე ბრძოლა აქტიურად დაიწყო და რამდენიმე დარტყმაც შეასრულა, თუმცა 2 კარგი დარტყმა გაუშვა და პორიემ სიტუაცია გამოსაწორა. ბრძოლა პარტერში გადავიდა, სადაც მებრძოლებმა იდაყვებით რამდენიმე დარტყმა გაცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ კონორი რთულ სიტუაციაში იყო, ირლანდიელმა ამერიკელს 2-ჯერ ყბაში მაინც მოარტყა.

სამწუხაროდ, ერთ-ერთ ეპიზოდში კონორმა ფეხი ოქტაგონზე ცუდად დადგა და მოიტეხა, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და შეხვედრის გამარჯვებული დასტინ პორიე გახდა, რომელიც მებრძოლთა დაპირისპირებაში დაწინაურდა და კონორს 2:1-ს უგებს. დასტინი მე-8 მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში მე-20 გამარჯვება იზეიმა.


კონორ მაკგრეგორს ММА-ში 22 მოგება და 6 წაგება აქვს. დასტინ პორიეს - 28 მოგება და 6 მარცხი, კიდევ ერთი ბრძოლის შედეგი კი გაუქმდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები