Thumbnail

კიდევ ერთი ნოკაუტი პირველ რაუნდში - თოფურიამ UFC-ში მესამედ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ილია თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველი მებრძოლის მეტოქე 36 წლის რაიან ჰოლი იყო

11 ივლისს UFC-ში მორიგი დიდი ღონისძიება გაიმართა. ნევადას შტატში, ქალაქ ლას ვეგასში, ილია თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა ჩაატარა. მისი მეტოქე 36 წლის ამერიკელი რაიან ჰოლი იყო.

ილიას პირველ ორ ბრძოლაში მაროკოელი იუსუფ ზალალი და ამერიკელი დეიმონ ჯექსონი ჰყავდა დამარცხებული. თოფურიამ ჯექსონი პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

რაიან ჰოლთან ბრძოლაც იმავე სცენარით წარიმართა, როგორც დეიმონ ჯექსონთან. ილია თოფურიამ შეხვედრა პირველ რაუნდში დაასრულა. ქართველმა მებრძოლმა საოცრად იასპარეზა და რაუნდის ბოლო წუთზე ბრძოლა მოიგო. შეხვედრა მსაჯმა გააჩერა და ილიას ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დაუფიქსირდა. ქართველ მებრძოლს UFC-ში 3-დან 3 მოგება აქვს და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის თავის წონაში მალე ლიდერობისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ილია კარიერაში დაუმარცხებელი მებრძოლია - მას 11 შეხვედრიდან 11-ივე ბრძოლა მოგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები