Thumbnail

TOP 14-ში ნახევარფინალისტები ცნობილია - გორგოძე და ჩილაჩავა გავარდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტულონი 19:19 ლიონი - ფრე დამატებით დროშიც
  • ტულუზი 11:23 კასტრი - კასტრმა ტულუზს ამ სეზონში სამივე მატჩი მოუგო
  • ნახევარფინალში ქართველების ორი გუნდი დარჩა

TOP 14-ში მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას ტულონმა ლიონს უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო 16:16 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს - 19:19. მომდევნო ეტაპზე ლიონი გავიდა, რადგანაც სტუმრებმა ერთით მეტი ლელოს დადება მოახერხეს.

მამუკა გორგოძეს ტრავმის გამო არ უთამაშია, ლევან ჩილაჩავა 69-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და დამატებით დროც სრულად ითამაშა. ტულონი TOP 14-ს ნაადრევად დაემშვიდობა. ლიონი მომდევნო ეტაპზე მონპელიეს შეხვდება, რომლის რიგებშიც მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და დავით ქუბრიაშვილი თამაშობენ.

მომდევნო ეტაპზე გავიდა კასტრიც, რომელმაც ტულუზს გასვლაზე 23:11 მოუგო. კასტრის მეტოქე ნახევარფინალში ვასილ კაკოვინის რასინგი იქნება. ნახევარფინალები 25-26 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები