Thumbnail
  • ეშლი ბარტი 6:3, 6:7, 6:3 კაროლინა პლიშკოვა
  • ბარტიმ დიდი სლემის ტურნირის ფინალში მეორედ ითამაშა და მეორე ტიტული მოიგო

2021 წლის უიმბლდონის ტურნირი ქალთა შორის ეშლი ბარტის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც კაროლინა პლიშკოვას სამ სეტში, 6:3, 6:7, 6:3 სძლია. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ითამაშა. მან ლონდონურ კორტებზე, ფინალამდე, ზედიზედ 11 სეტი მოიგო, ერთადერთი სეტი კი სასტარტო წრეში ესპანელ კარლა სუარეს ნავაროსთან დათმო.

ბარტისთვის ეს მეორე დიდი სლემის ტურნირია, რომელიც კარიერაში მოიგო. ის 2019 წელს როლან გაროსის გამარჯვებულიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ბარტიმ 2011 წელს იუნიორთა უიმბლდონი მოიგო, დიდებში მისი საუკეთესო შედეგი 2019 წელს ჰქონდა დაფიქსირებული, როცა მე-4 წრეში გავიდა.

შეხვედრა საათსა და 59 წუთს გაგრძელდა. ბარტიმ და პლიშკოვამ 7-7 ეისი შეასრულეს, პლიშკოვამ საკუთარი მოწოდება 6-ჯერ დათმო, რამაც შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. 41-წლიანი პაუზის შემდეგ, ბარტი გახდა პირველი ავსტრალიელი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები