Thumbnail

ცრურწმენა, რომელიც ამართლებს - ჯანლუკა ვიალისა და ავტობუსის ისტორია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იტალიის ნაკრების რიტუალი, რომელსაც გუნდისთვის წარმატება მოაქვს
  • ჯანლუკა ვიალი ავტობუსზე მუდმივად 'აგვიანებს'

იტალიის ნაკრები დღეს ლონდონში ჩავიდა, სადაც 11 ივლისს ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. "სკუადრა აძურამ" ფლორენციაში კოვერჩანოს საწვრთნელი ბაზა დილით დატოვა, თუმცა, მათ გუნდის დელეგაციის ხელმძღვანელი ჯანლუკა ვიალი "დაავიწყდათ", რომელიც ავტობუსში არ იყო.

სინამდვილეში საქმე ცრურწმენასთან გვაქვს: ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩზე, რომელიც იტალიამ რომში თურქეთთან გამართა, ავტობუსი სტადიონისკენ ისე დაიძრა, რომ ჯანლუკა ვიალი მასში არ იმყოფებოდა და ყველას დაავიწყდა. თუმცა, როდესაც შეცდომა აღმოაჩინეს, უკან დაბრუნდნენ, ლეგენდარული ფეხბურთელი და რობერტო მანჩინის უახლოეს მეგობარი წაიყვანეს და ასე მივიდნენ "სტადიო ოლიმპიკოზე".

მას შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე იტალიელები ამ რიტუალს ყველა თამაშის წინ ატარებენ და ვიალის ავტობუსს მიღმა განზრახ ტოვებენ, მცირე მანძილის სიმბოლურად გავლის შემდეგ ავტობუსს აჩერებენ და მასში ვიალი ადის. იტალიეთათვის ეს რიტუალი ევრო 2020-ზე წარმატების მომტანი აღმოჩნდა და გუნდის, რომელსაც ფავორიტად ცოტა თუ მიიჩნევდა, ახლა ევროპის ჩემპიონობასთან ერთადერთ ნაბიჯშია.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი, შვეიცარია, უელსი, ავსტრია, ბელგია და ესპანეთი დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები