Thumbnail
  • დანიასთან მატჩის დროს ინგლისელი ფანები უეფას წესებს არ იცავდნენ
  • ორგანიზაციამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ჯარიმა დააკისრა

უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 30 000 ევროთი დაისაჯა. უეფამ ინგლისელებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის დროს, სადაც ერთმანეთს "სამი ლომი" და დანია უპირისპირდებოდნენ, სამ პუნქტში დასდო ბრალი.

ინგლისელი ფანები ანათენებ მწვანე ლაზერს კასპერ შმეიხელს

გარეთ საუთგეიტის გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალში დამატებით დროში დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით გავიდა. ჰარი კეინმა პენალტი ცუდად დაარტყა და შმეიხელმა ბურთი მოიგერია, თუმცა ინგლისელმა ფორვარდმა დამატებაზე მაინც შეაგდო და ინგლისმა დანიას ანგარიშით 2:1 მოუგო.

პენალტის შესრულების დროს დანიელთა მეკარეს კასპერ შმეიხელს ინგლისელი გულშემატკივრები ხელს უშლიდნენ კონცენტრაციაში და სახეზე მწვანე ლაზერს ანათებდნენ, რაც ბუნებრივია, აკრძალულია. გარდა ამისა, უეფამ ინგლისელები დამნაშავედ ცნო ეროვნული ჰიმნების უპატივცემულობისა და სტადიონის შიგნით ფოიერვერკების გაშვებისთვის. 

ევროპის ჩემპიონატის ფინალი ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს იტალიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები