Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატი სამბოში - ქართველთა მედლები ათენიდან
  • ვახტან ჩიდრაშვილის ზედიზედ მეექვსე ფინალი ევროპის ჩემპიონატზე

ათენში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სამბოში. ორი საჭიდაო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 2 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. პირველი დღე ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგანაც ქართველმა სამბისტებმა ოთხივე ფინალი წააგეს.

-72 კგ: ნინო ოძელაშვილი ფინალში უკრაინელ ნატალია სმალთან დამარცხდა.
- 52 კგ: გივი ნადარეიშვილმა ფინალი სომხეთის წარმომადგენელ კირაკოსიანთან დათმო.
- 68 კგ: მინდია ლილუაშვილმა ბელორუს საიაპინთან წააგო.
- 90 კგ: პაატა ღვინიაშვილმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუს კონოვალოვს ვერ მოუგო.

მეორე საჭიდაო დღეს ქართველებმა ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ლევან ნახუცრიშვილი (-57კგ) და ირინე ლეონიძე (-80კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიგო - ქართველმა სამბისტმა ბულგარელი ბორისლავ იანაკოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

დავით ლორიაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონია! მესამე ოქროს მედალი

ზედიზედ ექვსი წელია, რაც ჩიდრაშვილი ფინალში გადის. ვახტანგი 4-ჯერ ოქროს მედალს დაეუფლა, 2-ჯერ ვერცხლს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ჩიდრაშვილი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონიც არის.

ფინალური ბრძოლა

 

კომენტარები

ბოლო ამბები