Thumbnail

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, 11 ინგლისს ‘უემბლიზე’ ინგლისს დაუპირისპირდება. “სკუადრა აძურას” კაპიტანი ჯორჯო კიელინი ამბობს, რომ ახლო წარსულში ამას ვერ წარმოიდგენდა. მისი თქმით, როდესაც რობერტო მანჩინი “აძურის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ჯორჯოს თვითონაც კი აღარ სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების.

“პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: როცა მანჩინიმ გვითხრა, რომ მიზნად ევროპის ჩემპიონობა უნდა დაგვესახა, ვფიქრობდით, რომ გიჟი იყო, - აცხადებს 36 წლის კიელინი ფინალის წინ, - მაგრამ მან შეძლო და ჩამოაყალიბა გუნდი, რომელმაც მართლაც შეძლო ევროს ფინალში გასვლა და თანაც, ეს აბსოლუტურად დაიმსახურა.”

ინგლისის წინააღმდეგ ფინალს კიელინი უდიდესი ენთუზიაზმით ელოდება: “ახლა სწორედ იქ ვართ, რაზეც სამი წელი ვოცნებობდით. მივიღეთ ის, რასაც მწვრთნელი გვინერგავდა, ჩვენი ოცნება რეალობად იქცა. ჩვენ მთელი იტალიისთვის ვთამაშობთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი ფანტასტიკური საღამო გვექნება.”

ფინალში კიელინის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდთან, ჰარი კეინთან მოუწევს ბრძოლა. “მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იქნება, - ამბობს “აძურის” კაპიტანი, - კეინი სრულყოფილი თავდამსხმელია. შეუძლია, უკანაც ჩავიდეს და თანაგუნდელებს მომენტები შეუქმნას. გოლები გაქვს თავით, შორიდან, ახლოდან - ყველაფერი შეუძლია. ჩვენ ინგლისის წინააღმდეგ შიშის გარეშე, მაგრამ პატივისცემით ვითამაშებთ. ინგლისელებს აქვთ ხარისხი, მაგრამ ეს არც ჩვენ გვაკლია.”

ევროპის ჩემპიონობა 36 წლის შესანიშნავი დაგვირგვინება იქნებოდა კიელინის სანაკრებო კარიერისა, რომელიც 2004 წელს დაიწყო. “ტიტულის მოგება 37 წლის ასაკშიც ისეთივე კარგია, როგორც 21 წლის ასაკში. შესაძლოა, 37 წლის ასაკში უფრო იღებდე ამით სიამოვნებას, რადგან იცი, რამდენად რთულია და რა გზა გაქვს გავლილი.” - ამბობს ჯორჯო, რომელიც 37 წლის 14 აგვისტოს გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები