Thumbnail
  • შოტლანდიის ნაკრები თბილისში აღარ ჩამოვა - მატჩი გაუქმდა
  • საქართველოს ნაკრებში კორონავირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

შოტლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თბილისში 17 ივლისს გასამართი მატჩი აღარ ჩატარდება.

შოტლანდიელებმა, მსოფლიო რაგბისთან და საქართველოს რაგბის კავშირთან კონტაქტის შემდეგ,  საქართველოში ჩამოსვლა გადაფიქირეს, რადგანაც 6 ''ბორჯღალოსანს'' სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა.

შოტლანდიელები კარანტინიდან ახლა გამოვიდნენ, მათ რუმინეთთან მატჩის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ და იზოლაციაში იყვნენ.

მაიკ ბლერი (შოტლანდიის მწვრთნელი): იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოსთან მატჩი დიდი გამოწვევა იყო. სამწუხაროა, რომ ბოლო ორი ტესტ-მატჩი ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მთავარია, რომ მორაგბეები ჯანმრთელად იყვნენ. იმედია, რომ საქართველოს ნაკრებში მალე გამოსწორდება მდგომარეობა, რადგანაც ჩვენ მსგავსი სიტუაცია უკვე გამოვიარეთ. ჩვენ მათ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ, თუ იმავე ტემპით გააგრძელებენ განვითარებას, მოკლე დროში შეხვედრა მაინც მოგვიწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები